• სიახლეები
  • საწყისი
  • ბიოგრაფია
  • დამაარსებელი
  • დისკოგრაფია
  • აუდიო
  • ვიდეო
  • გალერეა
  • “ამერ–იმერი”
  • კონტაქტი

საწყისი

“მთიების” მიზანია ქართული მუსიკალური ფოლკლორის ნიმუშებს, როგორც ეროვნული თვითმყოფადობის გამოვლინებას, მაქსიმალურად შეუნარჩუნოს პირველადი ხასიათი, შესრულების აუთენტური ფორმები. მუსიკალურ მხარესთან ერთად მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს აუთენტური ფერხულებისა და ცეკვების შესწავლისა და წარმოჩენის საქმესაც.

პირველადი ფორმების აღორძინების შესაბამისად, ამა თუ იმ სიმღერასთან ერთად, ანსამბლი აცოცხლებს იმ ქმედებასა და გარემოებებს, რომელთან განუყოფლადაც სრულდებოდა იგი ეთნოგრაფიულ ყოფაში. ანუ სცენაზე ააქვს ეთნომუსიკის თეატრი. ამიტომ თავადაც ეთნომუსიკის თეატრად იწოდება.

“მთიების” შემოქმედება გამოირჩევა ჟანრული მრავალფეროვნებით, რეპერტუარი მოიცავს ყველა კუთხის, მათ შორის საქართველოს დღევანდელ საზღვრებს გარეთ დარჩენილი ისტორიული მხარეების ფოლკლორსაც.

“მთიების” მიზანია საზოგადოებას აჩვენოს და მომავალ თაობას გადასცეს მუსიკალური ფოლკლორი თავისი ბუნებრივი სახით.

  • ფოლკლორული საღამო
    თუმანიშვილის თეატრი. ფოლკლორული საღამო, “მთიებისა” და “ამერ-იმერის” მონაწილეობით, მიეძღვნა ანდრია პირველწოდებულისა და ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს.
    14.12.09
  • წიგნის პრეზენტაცია
    ქართული ეთნომუსიკის თეატრი და მისი საწყისები – ასე ეწოდება გიგი გარაყანიძის წიგნს…
    01.12.2009


ყველა უფლება დაცულია 2009 Mtiebi.Com
მხატვარი ბაჩი ჯინჭარაძე